-
-
მოგვწერეთ
რუდოლფ ოტოს, მეოცე საუკუნის გავლენიანი გერმანელი ლუთერელი თეოლოგის, გამორჩეული საღვთისმეტყველო წიგნი, სახელად "წმიდა", სწორედ ის ნაშრომი აღმოჩნდა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რელიგიის კვლევებისა და რელიგიის იტორიის დარგის ჩამოყალიბებაში.
ავტორმა ამ ტექსტში პირველად შემოიტანა ცნება "ნუმინოზური", ხოლო რელიგიურ გამოცდილებაში მოცემული ობიექტი დაახასიათა, როგორც Mysterium Tremendum et Fascinans (შემზარავი და მომნუსხველი საიდუმლო).
ედმუნდ ჰუსერლი 1919 წელს ოტოსადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ ეს ნაშრომი პირველი ნაბიჯი იყო რელიგიის ფენომენოლოგიის დასაწყებად. მისი შეფასება ზუსტი გამოდგა - წიგნი არასოდეს გამოსულა ბეჭდვიდან და ხელმისაწვდომია დაახლოებით 20 ენაზე, ხოლო რელიგიის ფენომენოლოგთა უმეტესობა დღემდე ამ ნაშრომში ჩამოყალიბებულ ცნებებზე აფუძნებს და ავითარებს საკუთარ შეხედულებებს.
მთარგმნელი: მათე სარალიშვილი
სამეცნიერო რედაქტორი: ლუკა კუჭუხიძე